ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, მარინა ცინცაძემ განუცხადა.
ცინცაძის თქმით, ამ დროისთვის საბავშვო ბაღების პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს.
„ხუთშაბათს და პარასკევს გაიტესტებიან პედაგოგები და ორშაბათიდან განახლდება ჩვენთან სასწალო სააღმზრდელო პროცესი“,_ გვითხრა ცინცაძემ.