მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშიც იყო, მორიგ საერთაშორისო კონკურსში მოხვდა. სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვებას 7 ივნისს შეეცდება.
ლადო აფხაზავას ინფორმაციით, კონკურსმა მსოფლიოს მაშტაბით ის საუკეთესო პედაგოგი უნდა გამოავლინოს, რომელმაც კოვიდ 19-ის დროს, მოსწავლეებისთვის ინოვაციური მეთოდები დანერგა და პანდემიის დროს მოსწავლეების მოტივაციაზე იზრუნა. კონკურსს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს და რამდენიმე ტური უკვე ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 პედაგოგი შეარჩიეს, რომელთა შორისაა ლადო აფხაზავაც.
აღნიშნულის თაობაზე ჩიბათელ პედაგოგს მეილით მიაწოდეს ინფორმაცია.