გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, თითოეულ თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდება, ოფისებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, დასავლეთის რეგიონული სამმართველო კი, 2 კვირის განმავლობაში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ამ ხნის განმავლობაში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირებას მოსაზღვრე რეგიონული სამმართველოების გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურების ეკიპაჟები განახორციელებენ, ფორს–მაჟორული ვითარებისთვის საგანგებოდ შედგენილი ახალი განრიგით. რაც შეეხება ინსპექტირებას, შესაბამისი სამსახურები არაგეგმურ შემოწმებებს არ განახორციელებენ, გეგმური ინსპექტირებები კი, აღნიშულ 2-კვირიან პერიოდს არ ემთხვევა.
მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნებათ წერილის/საჩივრის გაგზავნის, ანგარიშის წარდგენის, საჯარო ინფორმაციის მიღების მიმართულებით, რაც შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის – info@des.gov.ge მეშვეობით”,_ ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.