პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში იმყოფება.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. ჩვენთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ და ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის, 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს ისეთი პროგრამებითა და სერვისებით როგორიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ.“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციის გახსნისას.