ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200 000 დოზა დაამტკიცა, მათ შორის საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა twitter – ზე დაწერა.
ლანდსბერგისის განცხადებით, საქართველოს საჩუქრად კორონავირუსის საწინააღმდეგო 15 000 ვაქცინას გადასცემენ. ლიეტუვა ვაქცინებს ჯამში 3 ქვეყანას აჩუქებს.
„სიტყვა შევასრულეთ – მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ – უკრაინას 100 000 ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი ვაქცინა და მოლდოვას – 11 ათასი. ეს მცირე ნაბიჯია ლიეტუვასგან. იმედია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობით შემოგვიერთდებიან“, – წერს ლანდსბერგისი ტვიტერზე.
ინფორმაცია, თუ რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო მეგობარი ქვეყნისგან, ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული.