,,კარგი იქნებოდა თუ საქართველოს ოფიციალური პირების შესაბამის Tweet-ებში აღნიშნული იქნებოდა, რომ ისრაელს საერთაშორისო სამართლის მიხედვით თავის დაცვის უფლება აქვს“ – განაცხადა “რადიო თავისუფლების” ეთერში საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორიმ, მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებების შეფასებისას
ისრაელის აღნიშნავს, რომ ისრაელი მეგობრებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ელოდება, რაც, მისი თქმით, ნორმალური დიპლომატიური ქმედებაა.
„შესაბამის ტვიტებში ასევე აღნიშნული რომ ყოფილიყო, რომ საერთაშორისო სამართლით ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ ისიც გვესმის, რომ საქართველოს აქვს თავისი საგარეო ინტერესები, რეგიონული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს 11 მაისს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს და გმობს ძალადობას. მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა უალტერნატივოა.