ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში, რეკომენდაციების გათვალისწინებით, “ბოლო ზარის“ ღონისძიებები მიმდინარეობს. ძირითადად, მეთორმეტეკლასელების აქტივობები ფოტოსესიებით და მაისურებზე წარწერებით შემოიფარგლება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, წელს ოზურგეთს 627 კურსდამთავრებული ჰყავს.