20 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი დასრულდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასებისთვის.
დღეს ბოლო ზარი დაირეკა სამტრედიის ქალაქის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც XII ბ კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექციის, მასწავლებლების და მშობლების წინაშე, ღია ცის ქვეშ გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მისალმებებითა და მხატვრული ფლეშმობით წარმოადგინეს. კოვიდპანდემიის პირობებში რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა ათწუთიანი ბოლო ზარი.
წელს, დადგენილი წესების დაცვით, მშობლიურ მესამე საჯარო სკოლას ორი ჯგუფი, მეთორმეტე ა და მეთორმეტე ბ კლასების 59 მოსწავლე გამოემშვიდობა.
დღემ ემოციის გარეშე ვერ ჩაიარა, ყველა კურსდამთავრებული სკოლასთან განშორების განცდას თავისებურად გამოხატავდა.