ჩოხატაურში დღეს 191 მოსწავლისთვის დაირეკა ბოლო ზარი, _ ამის შესახებ “21-ს ქვევითთან” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ ისაუბრა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო ზარის ღონისძიება ყველა სკოლაში რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
“წელს ჩოხატაურის სკოლებს 191 კურსდამთავრებული ჰყავს. დღეს ბოლო ზარის ღონისძიება თითქმის ყველა სკოლაში გაიმართა, რა თქმა უნდა იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რასც კოვიდპანდემიიდან გამომდინარე გვაქვს. ღონისძიებები ჩატარდა ღია სივრცეში და რა თქმა უნდა, სტუმრების გარეშე, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.