ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ამ დროისთვის ჩოხატაურში აქტიურია ინფიცირების 39 შემთხვევა.
„ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 13 ადამიანი. გვყავს საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები“,_ გვითხრა ჯიბუტმა.