მოვუწოდებ ადამიანებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია გვიცავს, ხოლო კორონავირუსს ბევრი გართულება შეიძლება მოყვეს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„არანაირი სერიოზული სამეცნიერო კვლევა არ არსებობს იმაზე, რომ რომელიმე ვაქცინა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ, ახდენს ადამიანის რეპროდუქციაზე უარყოფით გავლენას. არანაირი სერიოზული კვლევა და ასე ვთქვათ დასაბუთება არ არსებობს. მოვუწოდებ ადამიანებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია გვიცავს, ხოლო კორონავირუსს ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს ინფიცირებას. ქალებსაც და კაცებსაც მოვუწოდებ, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია არ შეიცავს ისეთ საფრთხეს, როგორსაც შეიცავს დაავადების გადატანა“,– განაცხადა ალექსადრე გოგინავამ.
წყარო: 1tv.ge