აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე 3 რუსულ ორგანიზაციასა და 13 გემს სანქციები დაუწესა.
როგორც ხაზის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, კევინ კრამერმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.
„რუსმა ჰაკერებმა ამერიკულ გაზსადენს წარმატებით დაესხნენ, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი გერმანიის მცდარ სტრატეგიას ეთანხმება, რომელიც პუტინს ევროპაში ჩვენი მოკავშირეების კონტროლის საშუალებას მისცემს. პუტინის გაზსადენი უნდა შეჩერდეს. ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნულ უსაფრთხოებას ნიშნავს.
ბაიდენმა გადაწყვიტა ვლადიმერ პუტინისთვის გაზსადენით მიენიჭებინა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამარჯვება“, – განაცხადა სენატორმა კევინ კრამერმა.
რესპუბლიკელმა და მოუწოდა კოლეგებს მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. ”ენერგეტიკული უსაფრთხოება ნიშნავს ეროვნულ უსაფრთხოებას”, – აღნიშნა კევინ კრამერმა.
DW ინფორმაციით, კრამერის გარდა, კიდევ 13-მა კანონმდებელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს სანქციების აღდგენის მოთხოვნით. ისინი ასევე ითხოვდნენ კრემლის მიმართ უფრო მკაცრ შემზღუდავ ზომებს.
ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.