დილის 6 საათიდან ქალაქ ლანჩხუთის გარეუბანში, რკინიგზის სადგურისა და აგრარული ბაზრის მიმდებარედ, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
მათ ყვითელი ლენტით გადაკეტეს ყოფილი ე.წ. „ზაგოზერნოს“ შესასვლელი. პოლიციელთა ყურადღება მიტოვებული შენობისკენაა. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველები კიბის უჯრედის ქვემოთ არსებული სიტუაციით არიან დაინტერესებულები.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის ავტომობილებთან ერთად, თეთრი ფერის ჯიპი და სატვირთო მიკროავტობუსი მივიდა. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ, _ ინფორმაციას “guriatoday” ავრცელებს.