ლანჩხუთში ყოფილი “ზაგოზერნოს” ტერიტორიაზე სამართალდამცავები ადრე დილიდან იყვნენ მობილიზებულები, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი კომენტარს არავინ არ აკეთებდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიტოვებული შენობის ტერიტორიაზე 17 წლის ა. თ. ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ლანჩხუთში ერთ-ერთ ოჯახში მინდობით აღზრდაში იყო.
როგორც ამბობენ, გარდაცვლილს ყურსასმენები ეკეთა.
“დილიდანვე მოვიდნენ პოლიციელები, ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს. ბიჭს ჩამოუხრჩვია თავი, მეტი არაფერი ვიცით”,_ ამბობდნენ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილმა წერილიც დატოვა.
ცნობისთვის, ბიჭს, რომელიც ლანჩხუთში გარდაცვლილი იპოვეს, გუშინ საღამოდან ეძებდნენ.