ყაჩაღობა მოხდა ზუგდიდში, სოფელ კახათში.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანი პირები მოხუცებულ ქალს თავს დაესხნენ.
ყაჩაღებმა, სავარაუდოდ, ქალი ჯერ დააბეს, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაუსწორდენენ. ის ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.