ოზურგეთში საწარმო „გულისტანის“ მუშები გაფიცული არიან და ითხოვენ ხელფასის გაზრდას.
როგორც „გულისტანის“ თურქი მფლობელი აცხადებდა, ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო ხელფასის გაზრდა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეპატრონემ მუშები თურქეთიდან ჩამოიყვანა, „გურია ნიუსთან“ დაადასტურა საწარმოს მენეჯერმა, მარინა ჩხაიძემ.
_დიახ, სიმართლეა. მუშები თურქეთიდან ჩამოიყვანა. თუმცა, მუშაობა ჯერ არ განახლებულა, _ გვითხრა მან.