გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარეთან ერთად, სოფელ ინტაბუეთსა და ბუკნარში, ასფალტო/ბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, 547 568 ლარი შეადგინა.
მალე დაიწყება ბუკნარი-ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტირება.
(R)