26 მაისიდან იმერეთში ტურისტული ლოკაციები გაიხსნა, _ ინფორმაციას ავრცელებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი. აღნიშნულ თემაზე მედიისთვის დღეს კომენტარი გააკეთა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ:
“იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ახალი აეროპორტის საშუალებით 5 ქვეყნის 9 ქალაქიდან ვიღებთ ტურისტებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შევთავაზოთ ის ატრაქციები, რომლებიც მუშაობდა პანდემიამდე. თავისთავად მათ შორის არის ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც საკმაოდ დიდი მონახულების სფერო იყო ჩვენი ტურისტებისთვის. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო პრომეთე, რომელიც ყველაზე მეტად იწვევდა ჩვენს ტურისტებს. ახლა უკვე ყველა მზად არის იმისთვის, რომ 26 მაისს გაიხსნას და მიიღოს ჩვენი ტურისტები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.”