ზემო ფონიჭალაში ქვეწარმავლები მომრავლდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უბნის კონკრეტული ადგილები გასათიბია, რამაც ქვეწარმავლების მომრავლება გამოიწვია.
როგორც მოსახლეობა ამბობს, არაერთხელ სცადეს დაკავშირება შესაბამის უწყებასთან სათანადო რეაგირების მოთხოვნის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ.
როდის მოგვარდება ზემო ფონიჭალის მაცხოვრებელთა პრობლემა – ამის გარკვევა „გურია ნიუსმა“ სცადა.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულა სპეციალურმა ჯგუფმა ქვეწარმავალი ვერ ნახა.
„იყვნენ მისულები, მაგრამ გველი ადგილზე არ დახვდათ და რეაგირება ვერ მოვახდინეთ“,_ გვითხრეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
ცხოველთა მონიტორინიგის სამსახურში ასევე ამბობენ, რომ ტერიტორიის შეწამვლა იგეგმება.
„ტერიტორიის შეწამვლის მოთხოვნით მოქალაქეებმა უნდა მიმართონ გამგეობას. შეგროვებული მოთხოვნების საფუძველზე კონკრეტული რაიონის კონკრეტული ობიექტის შესაწამლად გადის ჯგუფი. ამ რაიონში სხვადასხვა პატარა ობიექტების შესაწამლად გამოვლენ რამდენიმე დღეში“,_ გვითხრეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
ამავე თემაზე:
„არაერთხელ დავრეკეთ, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა“ – ზემო ფონიჭალაში ქვეწარმავლები მომრავლდნენ