28 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს განკარგულება, რის მიხედვითაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ერთ ქუჩას, დიდი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა.
_ჩირეს უბანში მდებარეობს ეს უსახელო ქუჩა. მოსახლეობის მიერ, კარგა ხანია, არის ინიცირებული, რომ ეწოდებინათ ნოდარ დუმბაძის სახელი, მაგრამ არ იყო სახელდებული. აბრები გაკრული არ არის. ახლა კი, საკრებულოს კომისიამ განიხილა და ბოლოს და ბოლოს ეწოდა ოფიციალურად, _ თქვა სხდომაზე საკრებულოს წევრმა ლავრენტი ბიგვავამ.
საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს კმაყოფილება, რომ სასიამოვნოა კიდევ ერთხელ ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფა. ასევე, ქუჩის სახელწოდების სახელდება ხელს შეუწყობს, როგორც ნებისმიერი ადამიანის, ისე ტურისტული ჯგუფების თუ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოძრაობას ასე დიდ სოფელში.