ალბათ ბოლო 2 წელიწადი ისევ მოგვიწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება, – ამის შესახებ ლევან რატიანმა „ნოესთან“ განაცხადა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვა.
„მთავარია ვაქცინაცია იყოს ეფექტიანი. თუ არ იქნება ვაქცინაცია ეფექტიანი, დაავადება კვლავ განვითარდება. ისრაელის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაცია ეფექტიანია. ეს დამოკიდებულია მობილობაზე და ეფექტიანობაზე. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მობილობა და ეფექტიანობა ძალიან მალე პრიორიტეტი გახდება. შინაგანი რწმენა მქონდა, რომ როდესაც ღმერთმა სამყარო გააჩინა, გაჩნდა ორი ორგანიზმი – ადამიანის ორგანიზმი და მიკროორგანიზმი. მაგრამ, ღმერთის წყალობით კაცობრიობა დღემდე მოვიდა და ამ პანდემიას ადამიანის ორგანიზმი დასძლევდა და დღესაც მჯერა, რომ ამ ბრძოლაში კაცობრიობა გაიმარჯვებს“, – განაცხადა რატიანმა.
წყარო: იმედინიუსი