ლანჩხუთელმა ლუკა ლომაძემ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
ჩვენებური ფალავანი 15- წლამდელთა შორის 62კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. წარმატებული გამოსვლების შემდეგ მან მხოლოდ ნახევარფინალური შეხვედრა დათმო და რეპეშაჟის ფინალში გამარჯვებით მესამე საპრიზო ადგილი ირგუნა და ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.