ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი საქართველოში პირველ ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობს. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარულ განათლებასა და პროფესიების პოპულარიზაციას.
ლაშა გიორგი კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის კონკურსის გამარჯვებული და თიბისი ბანკის სტიპენდიანტია.
_ მე დაინტერესებული ვარ აგრარული სფეროთი და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში, _ ამბობს ლაშა-გიორგი.
კულტურა მარწყვი, “ალბიონი” და “მონტერეი”.
წელს საუკეთესო მოსავალს ელოდება პატარა ფერმერი, _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.