გიორგი გახარია 20 ივნისზე: ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელევიზიის ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არასდროს მქონია პრობლემა, ისევე როგორც 20 ივნისთან დაკავშირებით, კითხვებზე პასუხი გამეცა!
მინდა გაგახსენოთ, რომ არც ერთ მაშინდელ იმ ოპოზიციონერს, რომელმაც დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია. მე ვიჯექი თქვენთან, ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე, არც ერთ ოპოზიციონერს, რომელიც იმ დღეს იყო იქ, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალოდ, კითხვაზეც არ გაუცია პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ ამას.
ნუ ეძებეთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ ის იქ არ არის. მარტივად გიხსნით – ეს ბრძანება არ ყოფილა – ეს ერთი, არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს, ჩემი პასუხისმგებლობაა! გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ, დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია, ნებისმიერ ფორმატში გავცემ პასუხს.” _ განაცხადა გიორგი გახარიამ.