„პანდემია არის ზეპარტიული თემა და მე მინდა დღევანდელ მთავრობასაც მხოლოდ წარმატებები ვუსურვო ამ საკითხში.”- განაცხადა გიორგი გახარიამ პანდემიის მართვაზე პასუხისას მედიასთან შეხვედრაზე.
„ჩვენ კონტაქტები გვქონდა აქტიური როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, კონკრეტულ მწარმოებლებთან, ასტრაზენეკას ბრიტანეთის ფილიალთან – ვეძებდით ადამიანებს სხვადასხვა კონტინენტზე და კიდევ ბევრი რამე… ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო უაღრესად აქტიურად მუშაობდა, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით და ეს იყო შედეგები… ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ თუ არ ვაღიარეთ, რომ სამწუხაროდ ჩვენ ისრაელის სიძლიერის და გავლენის ქვეყანა არ ვართ და რომ გავხდეთ ძაან ბევრი შრომა გვჭირდება – მაშინ უბრალოდ ერთმანეთი უნდა მოვატყუოთ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რა რესურსი, რა შესაძლებლობები და რა გავლენებიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა.” – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ ვაქცინების ისევე მოპოვება, როგორც ისრაელმა.