დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუში სასკოლო ავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
როგორც ცნობილი ხდება მძღოლებს ორი თვის ხელფასი არ აქვთ აღებული.
“კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ მძღოლებს აპრილის თვის ხელფასი ჩაერიცხა.
“რაც შეეხება მაისის თვის ხელფასს, ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციების მოწოდება სკოლებიდან და ხდება შესაბამისი პროცესი.
მინდა დავაფიქსირო თქვენთან ინფორმაცია, რომ ამ წუთებისთვის აპრილის თვის ხელფასი გადარიცხულია,“ – გვითხრა სულეიმან ჩიხლაძემ.