გურიაში კორონავირუსს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ქალბატონია.
ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ინფიცირების შემთხვევა აპრილში დადასტურდა, რის შემდეგაც სამკურნალოდ აჭარაში მდებარე კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს.
გასული 24 საათის განმავლობაში კი ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხევა დაფიქსირდა.
სულ დადასტურებულია კორონავირუსის 4318 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4169 ადამიანი, გარდაცვილია 61.