ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა კონგრესმენმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.