წუხელ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, დაუზუსტებელი სუბსტანციის ნივთიერების ტოქსიური ეფექტით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 8 ახალგაზრდა შეიყვანა.
ინფორმაციას “ევექსის” კლინიკური მენეჯერი ადასტურებს _ სულხან ორჟონიას თქმით, ახალგაზრდების ასაკი 20-დან 32 წლამდეა.
„რვავე მათგანი გადაუდებელი მედიცინის ცენტრში იმყოფება, აქედან, სამი ახალგაზრდის მდგომარეობა შედარებით მძიმეა _ ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, 5 კი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს“, _ ამბობს ორჟონია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ზუგდიდში ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.