ჩოხატაურში, გოგოლესუბანში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. მიზეზი სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებაა.
მიმდინარეობს როგორც სკოლის თანამშრომლების, ასევე სოფლის მოსახლეობის დატესტვა.
სულ კი გასული 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 2 გოგოლესუბნის სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა. 2 შემთხვევა შუა ამაღლებაში, 1 კი ზემო ფარცხმაში დაფიქსირდა.