ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კაცს სავარაუდოდ ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: იმედინიუსი