დღეს ოზურგეთში საწარმო “გულისტანის“ გაფიცული მუშები საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.
ისინი ფეხით სვლას საწარმოს მიმდინარე ტერიტორიიდან დაიწყებენ და ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გაჩერდებიან.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლადო ურუშაძის თქმით, ამ ეტაპზე ითხოვენ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს “გულისტანის“ წარმომადგენლების და მუშების პრობლემის მოგვარებაში.
„გვინდა ცენტრალურ ხელისუფლებას გავაგებინოთ ჩვენი პრობლემების შესახებ. ასევე ისინი ჩაერთონ საწარმოს და ჩვენს შორის არსებული პრობლემების მოგვარებაში“,_ გვითხრა ურუშაძემ.
როგორც ცნობილი გახდა მსვლელობას შეურთდებიან თბილისიდან, ჭიათურიდან და ზესტაფონიდან.