33 დღეა, რაც ქალაქ ოზურგეთში საწარმო “გულისტანის“ მუშები გიფიცულები არიან.
დღეს მორიგ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა 77 წლის ელისაბედ ჩარკვიანი.
“მე ვდაგვარ აქანე ჩემი მეზობლებისთვის გულისთვის, იმიტომ რომ ბავშვებმა მიიღონ ანაზღაურება. დღე და ღამე მუშაობენ, შრომა კი არ უფასდებათ“, _ გვითხრა ელისაბედ ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც საწარმოში მუშაობენ, მისი გაზრდილები არიან.
ქალბატონი ელისაბედი ამბობს, რომ ეს პრობლემა დროულად მოგვარდეს და სამართალმა გაიმარჯვოს.