გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გურიაში 10 ივნისიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
„გურიაში 9 ივნისის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 10 ივნისიდან კი კვირის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი ღრუბლიანი და მცირე ხანმოკლე წვიმით. ტემპერატურამ შეიძლება 1-2 გრადუსით დაიკლოს და 26-27 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდეს“,_ ამბობს გვაზავა.