კეთილი იყოს მათი მობრძანება პარლამენტში, სადაც 6 თვის წინაც ვიცოდით რომ შემოვიდოდნენ და არ მივეცით საბოტაჟის საშუალება – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. უმრავლესობის წევრი პარტიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„იმედი მაქვს, რომ სრულყოფილად იმუშავებენ და სრულად ჩაერთვებიან. იქნება მეტი ხმაური, რაც მათთვის დამახასიათებელია, თუმცა ხმაურის გარდა კიდევ პატარა საქმესაც თუ გააკეთებენ გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და მათთვისაც, იმიტომ რომ, იმედია, მათი ამომრჩეველიც დაინახავს თუ იმუშავებენ. მე პირადად ძალიან გამიჭირდება ყვირილით გადავფარო მათი ხმამაღალი შეძახილები, მაგრამ საქმესა და შინაარსზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ უპირატესობა ჩვენი არის 100 ნულთან“, – განაცხადა სუბარმა.