„რესპუბლიკური პარტია“ ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერნი გავხდებით“, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, თეთრ სახლში ,,რესპუბლიკელების“ დაბრუნება სწრაფად ხდება.
„მადლობა მხარდაჭერისთვის, სიყვარულისა და პატივისცემისთვის! „რესპუბლიკური პარტია“ ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერნი გავხდებით. ვაპირებთ სენატის, წარმომადგენელთა პალატისა და თეთრი სახლის უკან დაბრუნებას. ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს მართლაც რაღაც განსაკუთრებული იქნება“, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.