ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 2061 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელდა 2150 ადამიანი, გარდაიცვალა 36. აქტიურია ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 35 შემთხვევა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ 35 პაციენტიდან 19 კლინიკაში მკურნალობს.
„35 პაციენტიდან 19 კლინიკაში მკურნალობს, 2 სასტუმროში, დანარჩენი ბინაზე. ბინაზე მყოფები შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში არიან. რაც შეეხება კლინიკებში მყოფ პაციენტებს რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის არცერთი არ არის“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.