დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში.
ამ ეტაპზე, საყურადღებო მდგომარეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: მამათსა და სუფსაში გამოიკვეთა, სადაც დღეიდან მასობრივი ტესტირება დაიწყება.
სულ გურიაში ამ დროისთვის ინფცირებულია 8107 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7847, აქტიური შემთხვევაა 141, გარდაიცვალა 119 პაციენტი.