საქართველოს პრემირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2020 წლის “სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ” მოხსენების თანახმად, მიმდინარე წელს, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების მიმართულებით, მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს სეზონურად დასაქმება უკვე შეუძლიათ გერმანიაში. საქართველოსა და ისრაელის შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება დასაქმდნენ ისრაელშიც.
მოხსენების თანახმად, კი ამ ეტაპზე დროებით ლეგალურ დასაქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთის მთავრობასთან.
გარდა ამისა, ინიცირებულია დიალოგი, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან და უნგრეთთან.
ბელგიასა და საბერძნეთთან დროებით ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინეთთანაც.