დღეს ოზურგეთში “სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და დაკავებულია ერთი პირი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით, რაც ყაჩაყობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობის დროს ერთმა პირმა 130 ლარის წაღება მოახერხა.