პარტია “პროგრესი და თავისუფლებას“ წევრი მანუჩარ კვირკველია 7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ საქართველოს პარლამენტში შევიდა და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“ჩემთვის პოლიტიკური თანამდებობა არასდროს ყოფილა ინტერესის საგანი, უფრო მეტიც, მაქსიმალურად ვიყავი დისტანცირებული პოლიტიკისგან, თუმცა საკუთარ ქვეყანაში დამკვიდრებულმა მდგომარეობამ მიკარნახა შეხედულების გადახალისება და კომფორტის ზონიდან გასვლა.
ახლა, როცა საყოველთაო მიზეზების გამო, აზრი დაკარგა ბოიკოტის რეჟიმმა, ე.წ. მმართველი ძალის გვერდით მოგვევლინა რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი და პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული ინსტიტუცია, პატივს ვცემ საკუთარი გუნდის ,,პროგრესი და თავისუფლება”-ს, ასევე პარტნიორი პოლიტიკური ძალების ერთობლივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და სამართლიანი ბრძოლის გაგრძელების მოტივით გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა.
ვრჩები აქამდე ჩემს მიერ გაცხადებული შეხედულებების და პრინციპების ერთგული. მიმაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი დემოკრატიული არჩევნები და ამ მშვიდობიანი გზით განხორციელდეს ჩვენი ხალხის ნამდვილი ნების აღსრულება !“
ინფორმაციისთვის მანუჩარ კვირკველია გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ის გურიის დეპუტატობის კანდიდატი და პარტიულ სიაში იყო. არჩევნებზე კვირკველია მეორე ადგილზე გავიდა.