“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმება.
“მართალია ნაციონალური მოძრაობა არ შემოვიდა და რატომღაც ვერ გაბედა პარლამენტში განცხადებების ნაწილზე დასწრება, თუმცა მინდა ისინი ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას.
მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის 6 თვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დაყარეს ფარ-ხმალი, თავის სიტყვები, კიდევ ერთხელ, უკან წაიღეს და შემოვიდნენ და გადაწყვიტეს აქ შემოსვლა”,- თქვა დავითულიანმა.