ჩოხატაურში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 10 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გოგოლესუბნის, შუა ამაღლების და ამაღლების მოსახლეობის გატესტვა მიმდინარეობს, რადგან შემთხვევების უმეტესობა ამ სოფლებში ფიქსირდება.
ცნობისთვის, გოგოლესუბანში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღეა რაც შეწყვეტილია.