,,განცდა მაქვს, 90 პროკურორი, რომელმაც ნიკა მელიას დაკავება გადაწყვიტეთ, ამ წრიდან გამოსვლას ცდილობთ და იმას, საზოგადოებას შეასაღოთ, თითქოს, ნიკა მელია ან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კანონს არღვევდნენ. არადა, ამავე სხდომათა დარბაზში ზის ის, ვინც გავრილოვის ჩამოყვანაზე ხელი მოაწერა.“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ამნისტიის ,,ქართული ოცნების“ ვერსია განიხილება
მან, ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გაუთანაბროს ჯალათებს, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
„განცდა მაქვს, 90 პროკურორი, რომელმაც ნიკა მელიას დაკავება გადაწყვიტეთ, ამ წრიდან გამოსვლას ცდილობთ და იმას, საზოგადოებას შეასაღოთ, თითქოს, ნიკა მელია ან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები კანონს არღვევდნენ. არადა, ამავე სხდომათა დარბაზში ზის ის, ვინც გავრილოვის ჩამოყვანაზე ხელი მოაწერა. მთავარი პირველი დამნაშავე ეს კაცია და თუ ვინმეს ამნისტია სჭირდება, მგონია, რომ კობახიძეს სჭირდება,
შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის სულისკვეთებაზე საუბრობდით. თქვენ საზოგადოებას გინდათ თვალებში ნაცარი შეაყაროთ. თქვენ ხომ არ მოაწერეთ ამ დოკუმენტზე ხელი, სადაც ორ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე წერია? ანუ თქვენ თავად ხომ არ მოაწერეთ ხელი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და შარლ მიშელის დოკუმენტი იმას ხომ არ ითვალისწინებდა, რომ გენახათ გზა ნიკა მელიას გამოსაყვანად? გამომწყვდეული რომ გყავდათ ციხეში ტყვედ? გამოსულიყავით ამ კრიზისიდან და ამასობაში გააჩინეთ ჩანაწერი, რომ თურმე თანხმობის გარეშე ამნისტია არ გავრცელდება კონკრეტულ პირზე. შარლ მიშელი იმიტომ იყო ჩამოსული ან ევროკავშირი შეწუხებული, გავრილოვის ღამეს თვალები რომ დათხარეთ ახალგაზრდებს თვალებში ნაცარი შეეყარათ და ჯალათი პოლიციელები დაეცვა? ეს იყო მოტივაცია ჩვენი პარტნიორების ამ შეთანხმების დროს? რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო და თქვენ ვერ და არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას ნაცარი შეაყაროთ თვალებში. ცდილობთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გაუთანაბროთ ჯალათებს, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და ამასობაში გინდათ, რომ ეს ადამიანები ყველა ერთნაირ დამნაშავეებად გამოაცხადოთ, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. ეს კონკრეტული ჩანაწერიც არის იმის გამო, რომ გააგრძელოთ პოლიტიკური სპეკულაცია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.