საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი 77 კანონმდებელმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტით, 20-21 ივნისის მოვლენებისას ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდება.