ლანჩხუთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევებიდან 3 ლანჩხუთში დადასტურდა, 1 შემთხვევის შესახებ კი ჯანდაცვის ცენტრს ინფორმაცია ქუთაისიდან აცნობეს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„ამ ორი დღის მანძილზე სუფსასა და მამათში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მამათში ჩატარდა 60, ხოლო სუფსაში 36 ტესტი.
ძირითადად გამოვლენილი იყო ოჯახური კონტაქტები და არ იყო ინფიცირების ბევრი წყარო. როდესაც ოჯახში ბევრი წევრია, ადვილად ვრცელდება მათში ვირუსი. ეს ორი სოფელი მაჩვენებლებით სხვა სოფლებთან შედარებით გამოჩნდა, რადგან სხვა სოფლებში ინფიცირების შემთხვევების კლება მიდის და გადავწყვიტეთ დამატებითი კვლევის ჩატარება, გარდა იმისა რასაც საექიმო უბანი აკეთებს.
რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, სუფსა ისეთ ადგილას მდებარეობს დიდია მოსახლეობის გადაადგილება. რამდენიმე მუნიციპალიტეტს აკავშირებს. ადამიანებს ხშირი კონტაქტი აქვთ.ერთ-ორ ოჯახში გავრცელდა და ავიდა 10-11 შემთხვევაზე. ეს რომ 10 და 11 სხვადასხვა წყარო ყოფილიყო, უფრო მასიური გავრცელება იქნებოდა. ასევე მოხდა მამათშიც. იყო ოჯახური გავრცელება რომელიც უკავშირდება სუფრას და ასევე იყო სამსახურებრივი კონტაქტი ბაღის თანამშრომლებს შორის“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთში სულ არის დაფიქსირებული კორონავირუსის 2280 შემთხვევამ გამოჯანმფრთელებულია 2158 ადამიანი, გარდაცვლილია 36. აქტიურია 86 შემთხვევა.