უკვე მე-14 დღეა, სენაკში 69 წლის გარდაცვლილ ქალს არ კრძალავენ.
როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, პაციენტი თავდაპირველად, აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე გაურკეველი ნემსი გაუკეთეს.
პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
რამაზ გოგია ითხოვს ზუსტ პასუხს, თუ რა გახდა მისი დედის გარდაცვალების მიზეზი.
თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს აბაშის საავადმყოფოს უფროსი _ სოსო ქოიავას თქმით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა ჩაუტარდა:
„სამედიცინო დოკუმენტაციაში ყველაფერი არის აღწერილი დეტალურად. ეს დოკუმენტაცია მასაც აქვს პირადად და სამართალდამცავ ორგნაოებსაც. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან და დაველოდოთ გამოძიებას. პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა ჩაუტარდა აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით“.
ვიდრე არ დადგინდება სიმართლე, ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვას არ გეგმავს.
ამასთან, ისინი პერმანეტულ აქციებსაც ააანონსებენ.