პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი განაცხადა და მისი გაუქმება მოითხოვა.
დეპუტატის თქმით, 19 აპრილს პოლიტიკური შეთანხმება გამოიხატა, პარლამენტში არშესვლათან დაკავშირებით კი ნება შეიცვალა.
“19 აპრილს უკვე შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა პოლიტიკური ნება გამოხატა. ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რის გამოც მე ამ ეტაპზე, სარჩელზე ვამბობ უარს და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ წარმოება. გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული, ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და ვფიქრობ, ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით მავალდებულებს, რომ ვიმუშაო პარლამენტში”, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით დღეს, 10 ივნისს მიმართა.