ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
„მადლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. მე მოგილოცეთ ეს დღესასწაული და სიტკბო მოგიტანეთ, რასაც თქვენ ხედავთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.