თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის ზარალი დაახლოებით, 90 ათას ლარს შეადგენს. ქურდობის ფაქტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს 2 ახალგაზრდა, რომლებიც მაღაზიის ვიტრინას ჯერ მძიმე საგნებით აზიანებენ,რის შემდეგაც მათ შენობაში შეღწევა მოახერხეს.
შემთხვევა გამთენიისას, ე.წ. კომენდანტის დასრულებისას მოხდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
წყარო: რუსთავი 2